logo

კონტეინერების დამუშავება და შენახვა

container-handling-storage

აღმოაჩინეთ ლოგისტიკური შესაძლებლობების სამყარო

კონტეინერების დამუშავება და უსაფრთხოდ შენახვა ლოგისტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია და თბილისი დრაი პორტში ჩვენ ვაძლევთ პრიორიტეტს მათ შეუფერხებელ და ოპტიმიზირებულ დამუშავებას.

საკონტეინერო ეზო

თბილისი დრაი პორტს აქვს ჯამურად 60,000 კვ. მ. -მდე საკონტეინერო ეზო, რომელიც შექმნილია კონტეინერების შეუფერხებელი მიღების, გაგზავნისა და უსაფრთხო შენახვის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, თქვენი კონტეინერები ჩვენს პორტში შემოდის თუ პორტიდან გადის, ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს ეფექტურ პროცესს.

ჩვენი საკონტეინერო ეზო აღჭურვილია თანამედროვე ახალი ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს კონტეინერების გადაადგილებისა და მულტიმოდალური გადატვირთვის ოპერაციების მაქსიმალურ ეფექტურობას, შეფერხებებისა და დაზიანებების გარეშე.

CFS სერვისები

თბილისი დრაი პორტში ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ დასაწყობების სერვისებს, არამედ სრულყოფილ საკონტეინერო სატვირთო სადგურის (CFS) მომსახურებას, რომელიც სრულად მოერგება თქვენი კონტეინერების დამუშავების საჭიროებებს.

მიუხედავად იმისა, აწარმოებთ იმპორტს თუ ექსპორტს, ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ კონტეინერების დაცლა, დატვირთვასა ან / და გადატვირთვაში.
ჩვენ უზრუნველვყობთ სწრაფ და უსაფრთხო დატვირთვა-დაცლის პროცესს, სრულ შესაბამისობაში თითოეული ტრანსპორტის სახეობის რეგულაციების დაცვით.

ვაცნობიერებთ რა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარჯების ოპტიმიზაცია, განსაკუთრებით LCL (Less Than Container Load) გადაზიდვებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი კონსოლიდაციის სერვისი გარანტიას გაძლევთ, რომ მცირე ტვირთებიც მაქსიმალური ეფექტურობით იქნება დასაწყობებული და გადაზიდული.

მზად ხართ გაამარტივოთ თქვენი ტვირთის მართვა და შენახვა?

დაგვიკავშირდით დღეს ექსპერტული მომსახურებისთვის თბილისი დრაი პორტში. თქვენი ტვირთი იმსახურებს საუკეთესოს!